ხვალ მიხა არაბულს 14:00 საათზე, მშობლიურ სოფელ ორბეულთაში დაკრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.
“ხვალ, კვირას, 15 იანვარს, თბილისიდან გორშეღმის ხეობაში (ხევსურეთი) გადასაადგილებლად გვჭირდება მაღალი გამავლობის 2 მანქანა, ზამთრის საბურავებით და გამოცდილი მძღოლებით. ტრანსპორტს საწვავით ჩვენ უზრუნველვყოფთ.
ხევსურ მარტოკაცს, მიხა არაბულს 14:00 საათზე, მშობლიურ სოფელ ორბეულთაში (ზეისტეჩო) დავკრძალავთ. ეს იყო მისი უკანასკნელი სურვილი!
ბარისახოდან სამანქანო გზა მიდის სოფელ წინხადუმდე (შესაძლებელია მხოლოდ ზამთრისთვის მომზადებული მაღალი გამავლობის მანქანებით გადაადგილება – დრო დაახლოებით 1.5 საათი). წინხადუდან 2.5 კილომეტრი საფეხმავლო გზაა (დრო 40 წუთი).
ვინც დახმარებას შეძლებთ, მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით ამ ნომერზე: 599 337 336”