თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
ცოლ-ქმარი, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. მათ ვაზისუბანში, სადაც შემთხვევა მოხდა, ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახა, კარი გაიხსნა, თუმცა ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ აღმოჩნდა და მამაკაცი შახტაში ჩავარდა. მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე დაიღუპა.
“რუსთავი 2-მა”, გაარკვია, რომ უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილ ცოლ-ქმარს, ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.