მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე საზოგადოება უამინდობის შესახებ აფრთხილებს და ზოგიერთ ქალაქებში ქუჩაში გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
“ძლიერი ქარიშხლის გამო განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან შემდეგ ქალაქებში, გურია – ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი ასევე მთიანი სოფლები, სამეგრელო – ფოთი, ზუგდიდი და ა. შ, იმერეთი – თითქმის ყველგან, განსაკუთრებით ქუთაისში, აჭარა – გოდერძის უღელტეხილი
გასული დღე ღამის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში ძლიერი შტორმული ქარი ქრის 33 მწმ-ში, რომელიც დღეს და ხვალ არ ჩადგება.
მხოლოდ იმერეთში ძლიერი ქარის გამო ღამით 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა, ინფრასტრუქტურის დაზიანება ფიქსირდება ყველა რეგიონში.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე
საზოგადოებრივი მაუწყებელი- აჭარის ტელევიზია და რადიო
