კრწანისი – შინდისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას და კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გაყინული გზის გამო 3 ავტომობილი გზიდან გადავარდა. ერთს კი, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
