გუშინ ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც მადრიდის „რეალს“ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ დაუპირისპირდა.
მიუხედავად პენალტების სერიაში „ვალენსიას“ მარცხისა (3:4) , ქართველმა მეკარემ შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
გამოცემა „Marca“ – მ ის ასე შეაფასა: “გიგანტი მამარდაშვილი, ვალენსიას გმირი. ბრწყინვალე მატჩი რეალთან.
მამარდაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გვაჩვენა რატომ არის ის მეკარე, რომლის სატრანსფერო ფასმაც გასულ წელს ყველაზე მეტად მოიმატა.”