61 წლის ლონდონელი კიმ ფერი თითქმის მთელი ცხოვრება აგროვებს ფულს, ძარცვავს მაღაზიებსა და სხვა ადამიანებს. ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხედავდა სხვა გზას, რომ ფული ეშოვნა და ნორმალურად ეცხოვრა. კიმი ჩვეულებრივი ლონდონელი სკოლის მოსწავლე იყო, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა თანატოლებისგან. ის აქტიური ბავშვი იყო და გასართობად ზოგჯერ კლასელებთან ერთად მაღაზიაში ტკბილეულს იპარავდა. ის ამას ძალიან ოსტატურად აკეთებდა, ქურდობისას არასდროს გამოუჭერიათ, რამაც მას სითამამე შემატა. ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი გმირი გადავიდა ტანსაცმელზე, აქსესუარებსა და მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.
ეს ჰობი კიმს თანატოლებს შორის ავტორიტეტს ანიჭებდა. სკოლის დამთავრებისას მან შექმნა საკუთარი „კრიმინალური ჯგუფი“, რომელთან ერთადაც სუპერმარკეტიდან კალათებს იპარავდა და შემდეგ კონსულტანტებს ფასდაკლების ბარათში უცვლიდა. ასეთმა „ბიზნესმა“ გოგონას და მის თანამზრახველებს წარმატება მოუტანა და დღეში ოთხი ათას ფუნტსაც კი გამოიმუშავებდნენ.
ერთ დღეს ერთი შეხედვით უნაკლო სქემა ჩაიშალა და კიმი ციხეში მოხვდა, სადაც ექვსი თვე გაატარა. სხვათა შორის, მთელი ცხოვრების განმავლობაში მან ხუთჯერ მოიხადა სასჯელი და სულ ხუთი წელი გაატარა ციხეში.
გათავისუფლების შემდეგ გოგონამ განაგრძო მაღაზიებიდან ტანსაცმლის მოპარვა და სხვადასხვა ინტერვალით გისოსებს მიღმა ხვდებოდა. მას ძალიან მოსწონდა ციხეში ყოფნა. იქ ის დაბალანსებულ, ბუნებრივ დიეტას მიჰყვა და მეგობრებიც კი გაიჩინა. „ქურდობა გახდა ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა”, – განუცხადა ქალმა ჟურნალისტებს. დედობამაც კი არ ჩაანაცვლა კიმის სულში ამის სურვილი.
სხვათა შორის, კიმს ჰყავს ექვსი შვილი, რომლებსაც არასოდეს არაფერი აკლდათ დედის უკანონო „თევზაობის“ წყალობით. ჩვენმა გმირმა პირველი სამი შვილი პირველი ურთიერთობის დროს გააჩინა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი მან გადაწყვიტა, რომ შვილები სხვადასხვა მამაკაცისგან გაეჩინა. დღეს ფერი აღიარებს, რომ ის არ იყო კარგი დედა შვილებისთვის, ყველა მისმა შვილმა ცხოვრება მამებთან არჩია.
რაღაც მომენტში ფერიმ უარი თქვა ქურდობაზე, მუშაობდა დამლაგებლად, მოლარედ, მიმტანად. ერთ-ერთ ადგილას მან კარგი პოზიციის დაკავებაც კი მოახერხა, მაგრამ ერთხელ მისმა „მეგობარმა“ ბოსს უამბო მთელი სიმართლე კიმზე და მისი ადგილი დაიკავა!

ამ ყველაფერმა წარმოუდგენლად შეარყია ფერის თავდაჯერებულობა. გარდა ამისა, არცერთი ეს საქმიანობა არ იზიდავდა მას ისე, როგორც ქურდობა. ამიტომ მალევე დაბრუნდა თავისი „ზარით“. ჩვენმა გმირმა მოიპარა ფაქტობრივად ყველაფერი – სამზარეულოს ტექნიკიდან დაწყებული, ძვირფასეულობით დამთავრებული. რაც უფრო ცნობილი იყო ის პიროვნება ან ბრენდი, რომელიც მან გაძარცვა, მით უფრო მნიშვნელოვნად გრძნობდა კიმი თავს.
საბოლოოდ, მან დაიწყო თვეში ოციდან ორმოცი ათასი დოლარის გამომუშავება. „მკერდის სამი ოპერაცია გავიკეთე, ასობით დოლარის დახარჯვა დავიწყე ბოტოქსზე, ვიყიდე BMW, ვისვენებ კარიბის ზღვის კუნძულებზე და დავდიოდი ძვირად ღირებულ რესტორნებში“, – ეს იყო კიმის ცხოვრება ყველაზე მომგებიან პერიოდებში. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა ერთ მომენტში, როცა ქალმა იგრძნო, რომ საკუთარ შვილებს რცხვენოდათ მისი. ოთხი წლის წინ უმცროსმა ქალიშვილმა კიმს მუხლებზე დაჩოქილმა სთხოვა, დაეწყო ნორმალური ცხოვრება. ამან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს გმირზე.
თითქმის ორმოცდახუთი წლის განმავლობაში, კიმმა მოახერხა ორი მილიონი ფუნტი სტერლინგის მოპარვა, მაგრამ მისი უმეტესი ნაწილი გაფლანგა. ქალი თავს უმნიშვნელოდ გრძნობდა, რადგან არ სურდათ მისი აყვანა ნორმალურ სამსახურში. გარდა ამისა, ფერი მიხვდა, რომ მას არ ჰყავდა ნამდვილი მეგობრები – ყველა, ვინც ასეთს იღებდა, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფერის ფული სჭირდებოდათ.
მას შემდეგ კიმი პატიოსნად ცხოვრობს და ძველ საქმიანობაში დაბრუნებაზე არც ფიქრობს. ბავშვებს უზომოდ უხარიათ, რომ ახლა მათი დედა “ნორმალურია”. ახლა ის მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ეხმარება მოზარდებს.
წყარო: marao.ge