“ფეისბუკ“ ჯგუფში „ქალაქის პრობლემები“ სოციალური ქსელის მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს და „თბილისერვის ჯგუფს“ მიმართავს:
“ნუცუბიხის პლატო, ავთო ვარაზის ქუჩა და ფერმწერთა ქუჩა (ყველაზე მეტად ამ ორი ქუჩის კვეთა) არის გადაყინული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შუშა, გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება, მარილი დაყაროთ თორე ტვინი მოიხნა უკვე, ხმაურით ზოგი “ბუქსაობს” ზოგი “დრიფტაობს” ზოგი საიმში არ არის როგორ იაროს და აწვება ბოლომდე “გაზს” და არის სრული ქაოსი. მაცხოვრებელი კიდევ ელოდება როდის დაეჯახებიან მის ღობეს ან გარეთ მდგომ ავტომობილებს, ტროტუარებს ხომ არ ვამბობს, გთხოვთ დროულად დაყაროთ მარილი.”