Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძმებს შორის ხშირად იყო დაპირისპირება, ვის უნდა აეკიდებინა ზურგზე მოხუცი დედა…იწვა მოხუცი და გრძნობდა, რომ ეს საწოლი, უკვე კუბოდ ექცა…” – პეტრე კოლხი

January 10, 2023
“ძმებს შორის ხშირად იყო დაპირისპირება, ვის უნდა აეკიდებინა ზურგზე მოხუცი დედა…იწვა მოხუცი და გრძნობდა, რომ ეს საწოლი, უკვე კუბოდ ექცა…” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე (კოლხი) სოციალურ ქსელში ჩანახატს აქვეყნებს მოხუც დედაზე, რომელიც შვილების ტვირთად იქცა.

პეტრე კოლხის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მთელი ცხოვრება შრომაში გალია.
არასდროს დაუწუწუნია, რომ ძალიან პატარა ასაკში დაქვრივებულმა, ბევრად მეტი შეძლო, ვიდრე სამი ოჯახი ერთად შეძლებდა.
პასუხისმგებლობა მეტი ჰქონდა. ვინმეს შვილებისთვის არ წამოეძახებინა, უმამოდ იზრდებიან და ამიტომ ყველაფერი მოაკლდათო.

შვილებისთვის დედაც იყო და მამაც.
საკუთარი თავისთვის არასდროს ეცალა. იტყოდა, ჩემი თავი ჩემ ქმართან ერთად დავმარხე და ახლა შვილების თვალებით ვუყურებ სამყაროსო.
სამი ვაჟი ეზრდებოდა. სამი სიხარული და დარდი.
მამლის ყივილამდე წამოდგებოდა, სანამ კარგად გათენდებოდა, ნახევარზე მეტი საქმე მოლეული ჰქონდა.
სამივეს უნივერსიტეტი დაამთავრებინა. სამივე ცალ-ცალკე დააბინავა…
თვითონ ნაბოლარასთან დარჩა, სანამ ჯანი მერჩის, ბოლომდე მოვემსახურებიო.
მესამე ბიჭიც დაქორწინდა, შვილები შეეძინა.
უკვე მოხუცი, წელში მოხრილი დედა გრძნობდა, რომ მალე ზედმეტი იქნებოდა.
ჯერ უსიტყვოდ, უთქმელად, გამოხედვით გრძნობდა, მერე დაძაბულობა უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდებოდა.
წლებთან ერთად ცხოვრებას სიმძიმეც ემატებოდა.
ძმებს შორის ხშირად იყო დაპირისპირება, ვის უნდა აეკიდებინა ზურგზე მოხუცი დედა.
გაუსაძლისი იყო იმაზე ფიქრი, რომ მოხუცის ადგილი, ვერც ერთი შვილის სახლში ვერ მოინახა.
მესამე შვილის ცოლმა გამოსავალი იპოვა, მოხუცთა თავშესაფარი…
დანარჩენებმაც მხარი დაუჭირეს.
იწვა მოხუცი, კედელთან მიდგმულ რკინის საწოლში… იწვა და გრძნობდა, რომ ეს საწოლი, უკვე კუბოდ ექცა… კუბოს კი ხვალ დილით გაასვენებდნენ….
სამივე შვილი მხრებზე შეიდგამდა ცოცხალ დედას და მოხუცთა თავშესაფარში ცოცხლად დამარხავდნენ…
იქ წასვლას სიკვდილი ერჩივნა…
ერთ ღამეში გოლგოთა გამოიარა, ის ერთი ღამე მთელი მისი ცხოვრების შეჯამება აღმოჩნდა.
ოთახში მხოლოდ სიბნელე, კუბოდ ქცეული რკინის საწოლი, უკვე ცარიელი კარადა და მოხუცის ბარგით გატენილი ჩანთა იდგა…
ვეღარც მამლის დაყივლებას დაასწრო წამოდგომა…
მამალმაც სამჯერ იყივლა, სოფელსაც დაათენდა და შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”, – წერს პეტრე კოლხი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენიმე პროდუქტზე სპეციალური საფასო პოლიტიკა გავრცელდება – ქსელური მარკეტები ფასების კომისიას განცხადებით პასუხობენ
  • გაათავისუფლეთ ჩვენი თანამებრძოლები – მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში
  • მოძრაობა შეიზღუდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge