თბილისში, 27 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით კუკიაზე მოხდა. მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
მოკლული მამაკაცი 27 წლის გია საფაროვია. დეტალებს მომხდარის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დაპირისპირება კუკიაზე მცხოვრებლებსა და უბანში მისულ მამაკაცებს შორის, ქეიფის შემდეგ მოხდა.
ხმაურზე გია საფაროვი სახლიდან გამოვიდა და დაპირისპირებულების გაშველებას შეეცადა, რა დროსაც იგი ცივი იარაღით დაჭრეს. ახალგაზრდა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
“გამოსულა და უთქვამს, დაწყნარდით, რა მოგივიდათო. უნდა გაეშველებინა და ამ დროს ჩაურყიათ დანა” – ყვებიან ადგილობრივები.