მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მცხეთურ ღვეზელს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„მიცვალებულის ხსენებისას რომ დააცემინებ და ზურგზე უნდა მოგიტყაპუნონ ხელი – იმის მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო, ეს როდის შევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში? საინტერესოა, როგორ უხსნის ჩვენი პლასტმასის დუგინი, ფილოსოფოსი შათირიშვილი ნიცშეანელ ივანიშვილს, რა კავშირი აქვს ცემინებას, მიცვალებულის მოსვლას, მცხეთურ ღვეზელსა და ბაიდენს ერთმანეთთან? პასუხს ალბათ მომავალი წლის “ერეკლეობაზე” გავიგებთ“ , – წერს ბუღაძე.