Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელ პროდუქტებს ყიდულობს მოსახლეობა ყველაზე მეტად

January 10, 2023
რომელ პროდუქტებს ყიდულობს მოსახლეობა ყველაზე მეტად

2022 წლის დეკემბერში საქართველოში კარტოფილის იმპორტი 5 260%-ით, ხახვის კი 65%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას East-fruit-ი აქვეყნებს. ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული საკვები პროდუქციის მოცულობა უკვე რეკორდულ ნიშნულზეა. „ცნობილია, რომ საქართველო არ არის დიდი ბაზარი, მაგრამ მეზობელ ქვეყნებს მაინც შეუძლიათ იქ ეძებონ საექსპორტო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ზამთარში“ – წერს გამოცემა.

 

East Fruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 17 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტირებული პროდუქცია შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე დაახლოებით 55%-ით მეტია (11 მლნ დოლარი 2021 წლის დეკემბერში). მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის შემდეგ ქართული ლარი გამყარდა, პროდუქციაზე ფასები მატულობს.

 

2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობით ყველაზე მეტად გაზრდილია კარტოფილის იმპორტი – 5 260%-ით.

 

ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია:

 

კარტოფილი – 5 260%-ით მეტი პროდუქტი შემოვიდა, მისმა ღირებულებამ კი 1,5 მილიონი დოლარი შეადგინა;

ხახვი – 65%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 900 ათასი დოლარი;

კიტრი – 45%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 800 ათასი დოლარი;

პარკოსნები – 31%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 1,1 მლნ დოლარი;

ბადრიჯანი – 30%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 900 ათასი დოლარი;

ბერძნული თხილის გული – 28%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 1,1 მლნ დოლარი;

პომიდორი – 6%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 900 ათასი დოლარი;

იმპორტის ფასები, რომელიც მოიცავს პროდუქტის ღირებულებას, დაზღვევასა და საქართველოში ტრანსპორტირებას, საქონლის უმეტესობაზე გაიზარდა. თუმცა, წლის განმავლობაში ქართულ ლარში დიდად არ შეცვლილა. ფასების ცვლილების მიმართულების მიუხედავად, მოცულობის ცვლილება ყველა შემთხვევაში დადებითია იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში ხილის, თხილისა და ბოსტნეულის იმპორტის წამყვან ადგილს იკავებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, მოთხოვნის მატება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

ომის შემდეგ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზე, რამაც პროდუქტებზე მოთხოვნა გაზარდა;

საცალო ვაჭრობის სექტორის განვითარებაზე საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ფართო ასორტიმენტისა და სრული დახლების ხელმისაწვდომობაზე;

საქართველოში ზოგიერთი კულტურების, მაგალითად, კარტოფილის ცუდ მოსავალზე.

რაც შეეხება კარტოფილს, პროდუქტის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებია – რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოძრაობა შეიზღუდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
  • მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge