Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დასვენებამ არაფერი მოუტანა, ორთვიანი პაუზის შემდეგ ვერ დაბრუნდა ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო“ – მედია კვარაცხელიაზე

January 10, 2023
„დასვენებამ არაფერი მოუტანა, ორთვიანი პაუზის შემდეგ ვერ დაბრუნდა ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო“ – მედია კვარაცხელიაზე

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „სამპდორია“ 0:2 დაამარცხა.

ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან არაერთხელ სცადა თავის გამოჩენა, თუმცა მოედანი უშედეგოდ დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა იტალიურმა სააგენტო CalcioMercato-მ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა და მოლოდინი გამოთქვა, რომ ხვიჩა ჩვეულ ფორმას მალე დაუბრუნდება.

„ხვიჩა კვარაცხელია მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა ქართველი ორთვიანი პაუზის შემდეგ ნამდვილად ვერ დაბრუნდა ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო. ამ დასვენებამ მას არაფერი მოუტანა.

კვარამ სეზონის სტარტზე გუნდის თამაშზე ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა. ის იყო ნამდვილი წინამძღოლი თავისი თამაშით, დრიბლინგებით, გოლებით, პასებით და მოპოვებული პენალტებით. მან შემოგვთავაზა სპექტაკლი, რომელმაც ინსინიე სწრაფად გადაგვავიწყა. ქართველმა ბოლოს 29 ოქტომბერს, „სასუოლოს“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მას შემდეგ კი ზურგის ტრავმის გამო ვეღარ ითამაშა. ახლა, ზურგის პრობლემა აშკარად მოგვარებულია, თუმცა კვარამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო საუკეთესო მდგომარეობაში შესვლა. განგაშის ნიშნები ჯერ კიდევ დეკემბერში გამართულ ამხანაგურ მატჩებში დაფიქსირდა. ქართველ ბრილიანტს არ აქვს ის ბრწყინვალება, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა და ასევე, კონცენტრაციის ნაკლებობასაც განიცდის.

თუმცა, ეს მდგომარეობა აშკარად დროის საკითხია, რადგან კვარაცხელიამ ნეაპოლში ყოფნის პირველ სამ თვეში აჩვენა, რომ უდიდესი ნიჭი აქვს. უკვე დროა, რომ ის სცენაზე დავაბრუნოთ, შანსი კი საკმაოდ მაცდურია. 13 იანვარს, დიეგო მარადონას სტადიონზე „იუვენტუსი“ ჩამოვა. ეს იქნება განსაკუთრებული თამაში, რომელსაც განსაკუთრებული ფეხბურთელი სჭირდება და კვარა ამისთვის მზად უნდა იყოს. მან ნეაპოლიტანელი გულშემატკივარი უნდა დამუხტოს და მათი ნდობა უნდა დაიბრუნოს, რაც სამ ქულაზე ბევრად მეტი იქნება.“ – ვკითხულობთ სტატიაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „კიდევ ერთი საოცრად კეთილი და თბილი ბავშვი დავკარგეთ…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • “მეგობარს უთხრა, მალე თეთრ კაბას ჩავიცვამო… გული უგრძნობდა”- ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გოგოს დედა მიმართვას ავრცელებს
  • კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge