0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებზე 200-ლარიანი ფინანსური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია დეკემბრამდე შესაძლებელია, თანხების გახემა კი სექტემბრიდან დაიწყება, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა პირველივე დღეს, ანუ 15 აგვისტოსვე სცადა ბავშვების დარეგისტრირება, რამაც სპეციალურ პორტალს ტექნიკური პრობლემები შეუქმნა.
„პრაიმტაიმის“ რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებისგან არაერთი კითხვას იღებს, ამიტომ ჩვენ ყველა ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ და შევეცადეთ მოსახლეობის სრული და დეტალური ინფორმირება.
კითხვა: კიდევ ერთხელ, რომ განვმარტოთ რამ გამოიწვია პორტალზე შეფერხება და ამ დროისთვის თუ აღმოფხვრილია ხარვეზი?
პასუხი: ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებით იყო განპირობებული, თუმცა ამ დროისთვის, პორტალზე არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ ფიქსირებდა.
კითხვა: მშობლების ნაწილი ამბობს, რომ რეგისტრაციის მიუხედავად მათ სმს-კოდი არ მიუღიათ. ასეთ შემთხვევაში ითვლება თუ არა მონაცემები დარეგისტრირებულად?
პასუხი: რეგისტრაციას სმს-კოდის მოსვლის გარეშე ვერ გაივლით.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა თანხის სოციალურ ბარათზე ჩარიცხვა?
პასუხი: დიახ, თანხა შესაძლებელია ჩაირიცხოს სოციალურ ბარათზეც.
კითხვა: .შესაძლებელია თუ არა თანხის სხვის ანგარიშზე ჩარიცხვა?
პასუხი: არა, თანხა ირიცხება მხოლოდ მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე.
კითხვა: თუ მშობლები უცხოეთში არიან, ამ შემთხვევაში, ვის ჩაერიცხება თანხა?
პასუხი: თუ ორივე მშობელი უცხოეთში იმყოფება, თანხა კანონიერ წარმომადგენელს დაერიცხება.
კითხვა: საბანკო დავალიანების შემთხვევაში ანგარიშზე დარიცხულ თანხას ჩამოაჭრის თუ არა ბანკი?
პასუხი: არა, აღნიშნული თანხა ბანკის მიერ არ ჩამოიჭრება, როგორც დავალიანება.
კითხვა: ორი, ან მეტი შვილის რეგისტრაცია ერთად უნდა მოხდეს თუ ცალ-ცალკე?
პასუხი: ცალ-ცალკე. ყველა ბავშვზე განაცხადის შევსება ხდება დამოუკიდებლად.