რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, რესტორან “თბილისოში” მოკლული მზარეული ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგანადაა. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.
50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანამშრომელმა ქალმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ადგილზე გარდაიცვალა.
გამოცემის ინფორმაციით, მზარეულმა დამლაგებელი, რომელიც ეროვნებით ტაჯიკია, სექსუალურად შეავიწროვა და სხეულზე შეეხო. ამას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც დამლაგებელმა ქალმა ქართველს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებს ტაჯიკი ქალი ქართველ მზარეულს დანით რამდენიმე ჭრილობას, რამდენიმე წამის შემდეგ კი კაცი იატაკზე ეცემა და ჩანს სისხლიც.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლო.
რაც შეეხება მკვლელს, ის პოლიციამ დააკავა და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
