Sunday, September 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“წამოვხტით მე და მამაჩემი და კარებისკენ გავიქეცით, კართან მამამ გამაჩერა, მოიცა შვილო, არ შევაშინოთ, სისულელე არ ქნანო…” – რას იხსენებს გიგა მაქარაშვილი

January 9, 2023
„ჩემი შვილს, სამეგობროსთან ერთად სათამაშოები გამოუზიდია გასაყიდად…უკრაინისთვის გენერატორებს ყიდულობენ“ – გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში მამას დაბადების დღეს სოცქსელით ულოცავს და სახალისო ამბავს იხსენებს.

“ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ გადახდა ჩემს ოჯახს და რადგან მამაჩემს უკავშირდება და ის დღეს იუბილარია, კიდევ ერთხელ მოვყვები.
მეცხრე სართულზე ვცხოვრობთ, დედა, მამა, ჩემი და ქეთო და მე.

ლუდი გვაქვს, 4 ნახევრად სავსე ბოკალი და ვუყურებთ იუვენტუსის თამაშს. როგორც წესი ხმაურიანია ხოლმე ოჯახური ყურება. შეძახილები გვაქვს, ვგუგუნებთ, მსაჯს ვლანძღავთ, გოლზე ვხავით…
იმ დღეს ჩუმად ვუყურებდით.
უცბათ სხვენიდან (ჩვენს მაღლა სხვენია, სადაც გამოუსადეგარ ტექნიკას, საყოფაცხოვრებო ნივთებს ვინახავთ) ლითონის ბეტონზე დავარდნის ხმა გავიგეთ.
გავისუსეთ..
მახსოვს ტელევიზორს ხმა გავუთიშე (მუტეზე დავაყენე)… რამდენიმე წამიანი პაუზის მერე სხვენიდან ნაბიჯების ხმა შემოგვესმა!
წამოვხტით მე და მამაჩემი და კარებისკენ გავიქეცით. კართან მამამ გამაჩერა, მოიცა შვილო, არ შევაშინოთ, სისულელე არ ქნანო…
აი, ყველაფერს ველოდებოდი მაგის გარდა :))) სიცილი ამიტყდა, მაგრამ პირზე ხელი ავიფარე და ჩავიკეცე.
კარი გააღო ნუკრიმ (მამა) და ხმამაღლა დაიძახა:
“ბიჭებოო”…აქ მამამ პაუზა გააკეთა. აშკარად საპასუხო გამარჯობას ელოდებოდა ქურდებისგან

სახეზე წყენა დაეტყო, უყურადღებოდ რომ დატოვეს
“ბიჭებო, ვიცი რომ რაღაცის მოპარვა გინდათ. მანდ ისეთი არაფერი არაა”. ისევ პაუზა… არც ამჯერად უპასუხეს…
“მოკლედ მე ის კაცი არა ვარ არაფრის მოპარვის მცდელობის გამო პოლიციას დავაჭერინო თქვენი თავი, ამიტომ ახლა სახლში შევალ და თქვენ წადით”.
კარი მოიკეტა, ამაყად გადმომხედა და თვალიც ჩამიკრა. მე უკვე ხალიჩაზე ვეგდე სიცილისგან მუცელატკიებული.
უცბათ
დ ისევ გააღო კარი და გასძახა:
“კაცობას გეფიცებით გლაზოკშიც არ გამოვიხედები”
ისევ მოკეტა კარი.
1 წუთში ორმა ტიპმა კიბეზე ჩაირბინა.
ფოტო კი მაშინაა გადაღებული, როცა ნასვამ მამას მეუღლე და ქალიშვილი ეღადავებიან და ფოტოს მიგზავნოან, რომ მეც არ ჩამოვრჩე საერთო ხალისს
დაბადების დღეს გილოცავ მამი
ჩემს ასაკში შენც ფორმა გეცვა
თუ გაჭირდა მიხაც ჩაიცმევს“, – წერს მაქარაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დევნილ 852 ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცემათ – იხილეთ ოჯახების სია
  • “ნორვეგიულ ფონდს სურს დააფინანსოს არილი… გვიწევს უარი ვთქვათ, თორემ ეგრევე აგენტების იარლიყებს მოგვაკრავს ქართული ოცნება” – ლექსო დორეული
  • მაგისტრალებზე ახალგაზრდების ჩხრეკა დაიწყეს – რას გირჩევთ იურისტი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge