Sunday, September 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი…ვიტირო მინდა…” – რას წერს გიორგი კეკელიძე

January 9, 2023
“ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი…ვიტირო მინდა…” – რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბავშვობას და თავისი სიყვარულის ისტორიას იხსენებს.

“ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი, რომ იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სანამ მოვა, ბავშვი ხარ და ცას უყურებ. გინდა შეივსოს ის პატარა ბაცი ლურჯი ნაწილი ცის, გურიკას სახლის თავზე რომ არის. შავი ღრუბლით შეივსოს. „შავი ღრუბლების შეგროვება შენს თავზე“მაშინ კარგ რამეს გულისხმობს. ანუ უკუღმაა ყველაფერი – ბავშობა ხომ თავდაყირა დგომას ნიშნავს. ჰოდა, შეივსო ის ლურჯი და წამოვიდა. სამ დღეში სახლი გადასათოვლი გახდა. ასე დაემთხვა, მარტო მე და მამაჩემი ვართ შინ. ამიყვანა სახურავზე. სახურავზე ასვლა უდრის ყველაზე მაღლა დგომას. ყველაზე და ყველაფერზე. ყრის თოვლს და ვუყურებ. სიხარული მგუდავს საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო. და მინდა იმ გოგომ დამინახოს. სახურავზე ვდგავარ ბოლო-ბოლო. და თოვს. მაგრამ გოგო შორსაა. შორს რა – ალბათ ხუთი კილომეტრით იქით. და გოგოს სულ ცალ ფეხზე კიდია. და მე ნელ-ნელა ვბრაზდები. ვიწყენ. წუხილი საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო მგუდავს. და ვთხზავ: ვერტალიოტი მოფრინდება და მე ვჯდები, ვითარცა რემბო ან ვან დამე (E-ს ეგრე ვკითხულობდი) და მივფრინავ იმ გოგოს სახლთან და ვიტაცებ. „ვსო, ჩევეით ქვეით, მეტი აღარ უნდა“. სწორად მოგესმათ – ეს მამაჩემის ხმაა. ქვევით ცეცხლი თავიდანაა დასანთები. ანთე- ბს, მე კი ვიტირო მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ მამაჩემი ვერ გაიგებს. ამიტომაც თავს ძალას ვატან და ცრემლებს სათავეში ვიშრობ. ეგეთი გაუგებარი რამეა სიყვარული. ხან სულაც გაუმხელელი. ნაღდი სიყვარული გადასათოვლი სახლით”,- წერს კეკელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დევნილ 852 ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცემათ – იხილეთ ოჯახების სია
  • “ნორვეგიულ ფონდს სურს დააფინანსოს არილი… გვიწევს უარი ვთქვათ, თორემ ეგრევე აგენტების იარლიყებს მოგვაკრავს ქართული ოცნება” – ლექსო დორეული
  • მაგისტრალებზე ახალგაზრდების ჩხრეკა დაიწყეს – რას გირჩევთ იურისტი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge