გუშინ სერია ა – ს მომდევნო ტური გაიმართა. ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „სამპდორია“ 0:2 დაამარცხა.
კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა.
მატშიც შემდეგ „ნაპოლის“ მთავაერმა მწვრთნელ,ა ლუჩანო სპალეტიმ თამაში შეაფასა.
მან ისაუბრა ქართვე ფეხბურთელზე.ც.
„კვარამ დღეს ყველა ასპექტში შესანიშნავად ითამაშა. ის პირველივე წუთებიდან შეტევას ცდილობდა და მეტოქის ნახევარზე სივრცეებს ეძებდა. რატომ გავიყვანე? ამაში უცნაური არაფერია. 5 შეცვლა მაქვს და ვისაც მინდა გავიყვან. ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი“
„რაც შეეხება პენალტს, ვფიქრობ მთავარი დამრტყმელი კვარაა და ეს საკუთარ თავზე უნდა აეღო. თუმცა, თუ სხვა მოისურვებს ამას და ფეხბურთელები დაეთანხმებიან, ეს მისასალმებელია. ამ შემთხვევაში პოლიტანომ აიღო პასუხისმგებლობა“ , – აღნიშნა სპალეტიმ.