Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

როდის ჩაგერიცხებათ ბავშვების 200 ლარიანი დახმარება – პრემიერის განცხადება

August 26, 2020
“მოვიდა ცუდი ინფორმაცია” – ბავშვების 200 ლარიან დახმარებაზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა პირველი სექტემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, – შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მონაწილეობდნენ.

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით- დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანში 5 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა
  • ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge