სსიპ-ქალაქ თბილისის N85-ე საჯარო სკოლის პედაგოგი გარდაიცვალა.
“სსიპ-ქალაქ თბილისის N85-ე საჯარო სკოლის დირექცია და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უსაყვარლესი კოლეგის, ერთგული მეგობრის, საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ენერგიული და ხალისიანი ნათელა მასწავლებლის გარდაცვალების გამო. ნათელა მასწავლებელმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა პედაგოგიურ მოღვაწეობას და მრავალი თაობა აღზარდა ქვეყნის სასახელოდ. მშვიდობით, ჩვენო საყვარელო კოლეგა, ჩვენო ერთგულო ნათელა მასწავლებელო!”
