“ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF) საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძეზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ჟურნალისტს უპირისპირდება. ის კომენტარეში ასევე წერს ნოდარ მელაძემ შეუთვალა “ვიცი შენი ძმა სად მუშაობსო”
“ნოდარ მელაძის ნიშნის მოგების პოსტი საერთოდ რა დონის ბოროტებაა, ვერც აღვწერ და ამ პოსტზე მისი კოლეგების დუმილი, საერთოდ თავზარდამცემი. ღმერთმა დაიფაროს და ფეხი რომ გადაგვიბრუნდეს, ეს კაცი ნეკროლოგს გამოაცხობს. ემიგრანტ დედაჩემს ჩემზე ადრე მოკლავს იქ და მერე სიკვდილი რომ დადასტურდეს, მოვა და მე მომკლავს. აი, ამის გამკეთებელიცაა, უკვე ვრწმუნდები. და მთელი მედია სექტორის უდიდესი სირცხვილია ეს კაცი, ყველას შეურაცხგყოფთ და თქვენ დუმხართ. ტეხავს” – წერია პოსტში

