სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ბექა ერიაშვილი სოიალურ ქსელში ეხმაურება ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას და წერს:
“ლიზა ქისტაური იყო გამორჩეულად ნიჭიერი და დადებითი პიროვნება, დაჯილდოებული უბადლო იუმორის გრძნობით. გულწრფელად ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო და იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ განისვენა ამქვეყნიური ჯოჯოხეთისგან, მაგრამ ვაი ჩვენ, ვისაც ამდენი სისხლმოწყურებული მონსტრისა და ურჩხულის გვერდით გვიწევს არსებობის გაგრძელება! მისმა გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ ჩაგვახედა იმ ყოველგვარი ადამიანობისგან დაცლილ საზარელ უფსკრულში, რომელშიც იმყოფება დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების.
რუსებს აქვთ ასეთი სიტყვა “злорадствование” – თარგმანებით “სხვის ავსა ზედა სიხარულს” ნიშნავს. რუსულ ენაში ეს სიტყვა იმიტომ არსებობს, რომ პრაქტიკული საჭიროება ჰქონდათ ამ სიტყვის ქონის, რადგან მათ სულთან ეს გრძნობა ახლოსაა, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, საბედნიეროდ არ გვაქვს ენაში ასეთი სიტყვა და მინდა მწამდეს, რომ არც აწი გვექნება მისი საჭიროება! არ გვეკადრება სხვის ავსა ზედა სიხარული.
გთხოვთ, საკუთარ თავში ადამიანებს გავუფრთხილდეთ” , – წერს ერიაშვილი.
