ჟურნალისტი, ნანა აკობიძე ბელგიაში მოკლულ ქართველ ტრანსგენდერის მკვლელობას ეხმაურება და წერს:
“დედა, რომელსაც ბოლო წუთამდე არ უნდოდა დაჯერება.
საზოგადოება, რომელმაც იქამდე დაიჯერა, სანამ დადასტურდებოდა.
უზომოდ ვწუხვარ და ვტირი ჩემი შვილების თაობის ულამაზესი და უნიჭიერესი ლიზა ქისტაურის ტრაგიკულ დასასრულს.
…გაიელვა, უამრავი ადამიანის გულამდე მივიდა, ტრანსფორმირდა, იცხოვრა თავისი ხანმოკლე, მაგრამ ნამდვილი ცხოვრება.
ამიტომაც გაიხსენებენ მას დიდხანს.
კიდევ იმიტომ, რომ მისი სიკვდილი კიდევ ერთი მძიმე გამოცდაა ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის: თუ როგორ ვრეაგირებთ ტრაგედიაზე, თანაგრძნობის რა ხარისხი გვაქვს, ამბავში, ინფორმაციაში, ჰედლაინებში რა უნდა იყოს მთავარი და რა – მეორეხარისხოვანი.
მარადიული ოროსნები ვართ. სამწუხაროდ”, – წერს ნანა აკობიძე.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიიღეს.
