მომღერალ, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიორგი შარაშიძემ პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბიშვილთან დაპირისპირება თავად დაიწყო.
“კი, ფიზიკურად დავუპირისპირდი, იმედი მაქვს თვითონ ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის რაზე დაიწყო დაპირისპირება… მე დავიწყე დაპირისპირება“, – თქვა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილს 2 იანვარს, ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში „უცნობის“ სიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა.