ახლახანს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი არმენ დარბინიანი გარდაიცვალა.
“ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, არმენ დარბინიანის გარდაცვალების გამო.
სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს” – ნათქვამია განცხადებაში.
