Thursday, August 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის “უცნობის” სიძე, რომელიც ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა და რომელსაც დაპირისპირება ჰქონდა ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან

January 5, 2023
ვინ არის “უცნობის” სიძე, რომელიც ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა და რომელსაც დაპირისპირება ჰქონდა ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან

გი­გი­შა შა­რა­ში­ძის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად 2017 წელს გა­ი­გო, რო­დე­საც მისი სი­მამ­რი მა­შინ­დელ პრე­მი­ერს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს და­უ­პი­რის­პირ­და.

გი­გი­შა შა­რა­ში­ძე, სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ას დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. უც­ნო­ბის გან­ცხა­დე­ბით კი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი არას­წო­რად ტარ­დე­ბო­და და მისი თქმით, ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც ჰქონ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შა­რა­ში­ძემ, ე.წ. კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბებ­ზე დო­კუ­მენ­ტა­ცია კან­ცე­ლა­რი­ა­ში მი­ი­ტა­ნა, იმა­ვე სა­ღა­მოს კი, უც­ნო­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მე­გო­ბარ კვი­რი­კაშ­ვი­ლის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბი სა­ხალ­ხოდ წა­უ­კი­თხა.

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ქა­ლიშ­ვილ­მა ირი­ნამ გი­გი­შა შა­რა­ში­ძე­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნა. წყვილს ერთი ვაჟი, ილია ჰყავთ, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ას­თან, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან დიდ დროს ატა­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ირი­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბას, ის დი­ზა­ი­ნე­რია და ძვი­რა­დღი­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებს ამ­ზა­დებს. აშ­კა­რაა, რომ უც­ნობს სი­ძეს­თან გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი ხში­რად ატა­რე­ბენ დროს სა­გუ­რა­მოს აგა­რაკ­ზე, სა­დაც მთე­ლი ოჯა­ხი იკ­რი­ბე­ბა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჟურ­ნალ სარ­კეს­თან სა­უბ­რი­სას გი­გი­შა შა­რა­ში­ძე ყვე­ბო­და…

– მე და ბუტა რო­ბა­ქი­ძე ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი იყო. დღეს რომ მის საფ­ლავ­ზე მივ­დი­ვარ, ვხე­დავ, რომ ბავ­შვია – 17 წლის იყო. ჩემს თვალ­წინ მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემი პირ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი იყო. ჩემ­ში იდე­ა­ლე­ბის ნგრე­ვა ბუ­ტას სიკ­ვდი­ლი­დან და­ი­წყო და არა მერე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე როცა გა­მოჩ­ნდა.

– ირი­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე რო­დის გა­ი­ცა­ნით?

– პირ­ვე­ლი სამი წელი კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ არ მახ­სოვ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნი. მერე მი­ტინ­გებ­ზეც ვხვდე­ბო­დით. ყვე­ლა­ფე­რი მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო და სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. გიას სიძე 21 წლის ასაკ­ში გავ­ხდი. ჩვენ გვყავს ილია, ღმერ­თმა ისურ­ვა და ქორ­წი­ნე­ბი­დან 6 წლის მერე მოგ­ვცა შვი­ლი.

– რა პრო­ფე­სია გაქვთ?

– პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ბიზ­ნე­სი ვარ­ჩიე. სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი­დან შე­კო­წი­წე­ბუ­ლი ფული მქონ­და, სახ­ლე­ბიც ჩავ­დეთ ბან­კში, რომ ეს ბიზ­ნე­სი დაგ­ვე­წყო და ახლა გა­დახ­და-არ­გა­დახ­დის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა დგას.

გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 იან­ვარს თბი­ლის­ში, ვა­კე­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს ვანო მე­რა­ბიშ­ვილს თავს და­ესხნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტი­კოს­მა ვატო შა­ქა­რაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა, თუმ­ცა მას თავ­დამ­სხმე­ლი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექსმი­ნის­ტრი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) სი­ძემ გი­გი­შა შა­რა­ში­ძემ სცე­მა.

“რუს­თა­ვი 2”-თვის მი­ცე­მულ კო­მენ­ტარ­ში შა­რა­ში­ძე ამ ფაქტს ადას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ ჩხუ­ბის დე­ტა­ლე­ბი, თა­ვად მე­რა­ბიშ­ვილს შე­უძ­ლია, გა­ამ­ხი­ლოს…

“და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ჩემს და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის აფ­თი­აქ­ში. და­პი­რის­პი­რე­ბა­საც ვერ და­ვარ­ქმევ, რად­გან პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან გა­იქ­ცა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სია, მე ჩავ­თვა­ლე თავი ვალ­დე­ბუ­ლად. არც გა­მო­ძი­ე­ბას ვე­მა­ლე­ბი და არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ვურ­ბი­ვარ. თუ სა­ჭი­რო გახ­და, და­ნარ­ჩენ­ზე პა­სუხს გავ­ცემ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს. და­ნარ­ჩე­ნი, თუ ცოტა მა­ინც ვაჟ­კა­ცო­ბა შერ­ჩე­ნია, თვი­თონ თქვას”.

ვინ არის "უცნობის" სიძე, რომელიც ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა და რომელსაც დაპირისპირება ჰქონდა ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან

ვინ არის "უცნობის" სიძე, რომელიც ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა და რომელსაც დაპირისპირება ჰქონდა ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან

სტატია ჟურნალისტ ნინო გიგიშვილს ეკუთვნის.

წყარო: Ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თელეთის ცენტრალურ გზაზე ავარია მოხდა – არის მსხვერპლი
  • გაზის მიწოდება 6800 აბონენტს შეუწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • “სასამართლოში შევხვდებით!” – თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმაურება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge