Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გადავწყვიტეთ, ოფიციალური ცოლ-ქმრი გავმხდარიყავით – ნიკა ქავთარაძე

January 5, 2023
ბავშვობის მეგობრის სიკვდილი ძალიან მწარეა – ვინ დაეღუპა ნიკა ქავთარაძეს

მსახიობი ნიკა ქავთარაძე ქორწინების 7 წელს აჯამებს და იხსენებს დღეს, როდესაც მას და მის მეუღლეს ურთიერთობა უნდა გაეოფიციალურებინათ.

„2016 წლის დადგომისას, მე და ქეთიმ გადავწყვიტეთ, ურთიერთობის სამი წლის თავზე ოფიციალური ცოლ-ქმრი გავმხდარიყავით. 1,2 და 3 იანვარი დასვენება იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, 4 იანვარს მოგვეწერა ხელი.

შევიკრიბეთ ოთხნი – ქეთი, მე, რეზო და შორენა და წავედით იუსტიციაში. მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ დაგვაგვიანდა და იუსტიციის სახლი დაკეტილი დაგვხვდა.

დაძაბულობას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ბევრი ვიცინეთ და წავედით რესტორანში, სადაც უბრალოდ ვივახშმეთ.
რეზი ქუთაისიდან იყო ჩამოსული, ვთხოვე, ერთი დღეც დარჩენილიყო და მეორე დილით, 5 იანვარს მივედით ისევ, ამჯერად, ღია იუსტიციის სახლში და ორ საყვარელ „მოწმესთან“ ერთად დავიწყეთ ახალი, ოფიციალური ცოლქმრული ეტაპი.

რეზი, შორე, მადლობა, რომ ჩვენი სიხარულის და სიყვარულის მოწმეები და მოზიარეები გახდით. მადლობა, ყველა ადამიანს, ვინც მანამდეც და იმ დღის მერეც ჩვენს სიყვარულს გულშემატკივრობდა.

ბევრი ამბავი მოხდა ამ 7 წლის განმავლობაში, ბევრი სიხარული, ბევრი აღმასვლა და ბევრი მარცხი. მხოლოდ ერთი რამეა უცვლელი – თავდაჯერება, რომ საუკეთესო ადამიანი ვიპოვე, საუკეთესო მეგობარი, ყველაზე ახლობელი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი. აქ უნდა იყოს ჩვენი ფოტო, მაგრამ არ გვაქვს“ – წერს ნიკა ქავთარაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge