ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ესე იგი, 2023 წლის ქართული პოლიტიკა გაიხსნა თემით: ვინ უკეთ იცავს მიშას?
ოღონდ, “მთავარმა არხმა” პირველ სიიჟეტად ნაცების საერთო აქცია გაუშვა და შემდეგ განდგომილი ხაბეშვილის.
“ფორმულამ ჯერ ხაბეიშვილის” აქცია გვაჩვენა და მერე საერთო ნაცური. 
სამაგიეროდ, რ2- მა მთავარ ნიუსად გაუშვა სიიჟეტი თემაზე: “უცნობის” სიძემ აფთიაქში ვანო მერაბიშვილი ცემა. თუმცა სიუჟეტის მსვლელობის დროს გაირკვა, რომ ვანომ გაქცევა მოასწრო და მთლად ცემაც არ გამოვიდა.
ეჰ, რა კაი იყო ახალი წლები და უნიჭო კონცერტები”, – წერს მეტრეველი.
