Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კახეთიდან ფქვილით დატვირთულ მანქანას გამოყოლილი პატარა ბიჭი პატრიარქმა აღზარდა – დღეს ის მსოფლიოში წარმატებული მომღერალია

January 4, 2023
კახეთიდან ფქვილით დატვირთულ მანქანას გამოყოლილი პატარა ბიჭი პატრიარქმა აღზარდა – დღეს ის მსოფლიოში წარმატებული მომღერალია

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერალი და­ვით სუმ­ბა­ძე წარ­მო­შო­ბით თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვარ­დი­სუბ­ნი­დან არის. მან ბევ­რი იბ­რძო­ლა, რომ დღეს მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

– გვი­ამ­ბეთ თვენს ბავ­შვო­ბა­ზე…

– არა­ერ­თხელ მაქვს მო­ყო­ლი­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ და ვფიქ­რობ, ამის გა­მე­ო­რე­ბა კი­დევ ბევ­რჯერ სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­მი­წევს, რათა ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყოს. რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტეს ნა­წილს, არც მე მქონ­და დალ­ხე­ნი­ლი და ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა! სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან შე­მიყ­ვარ­და და შემ­დეგ იყო საკ­მა­ოდ დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი იმის­თვის, რომ მეს­წავ­ლა და მი­მეღ­წია ჩემი მიზ­ნის­თვის, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა ქვია…

– თუ არ ვცდე­ბი, მამა სიმ­ღე­რას გიშ­ლი­დათ, ეს პრო­ფე­სია არ სურ­და…

– არა, ასე არ იყო… მამა ხელს მიშ­ლი­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სას­წავ­ლებ­ლად მარ­ტო წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან 90-იანი წლე­ბი იყო და თბი­ლი­სი რის­კე­ბით სავ­სე ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბო­და. ისე კი მა­მას დე­დას­თან ერ­თად სურ­და, რომ გავმხდა­რი­ყა­ვი ის, ვინც დღეს ვარ…

– მშობ­ლი­უ­რი კა­ხე­თი­დან თბი­ლის­ში პუ­რის ფქვი­ლით დატ­ვირ­თულ მან­ქა­ნას რა­ტომ გა­მო­ყე­ვით?

– დიახ, ნამ­დვი­ლად ასე იყო, რად­გან გზის თან­ხაც კი არ მქონ­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ვი­ღაც კე­თილ­მა კაც­მა პუ­რის ფქვი­ლით დატ­ვირ­თულ მან­ქა­ნას გა­მო­მა­ყო­ლა. ახლა ღი­მი­ლით მახ­სენ­დე­ბა ის მოგ­ზა­უ­რო­ბა, თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი სულ მთლად თეთ­რი ვი­ყა­ვი, ფქვილ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი…

– პატ­რი­არ­ქთან რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

– უწ­მინ­დეს­თან მოხ­ვედ­რა სას­წა­უ­ლი იყო, რა­მაც ჩემი დე­და­ქა­ლაქ­ში სას­წავ­ლებ­ლად გად­მოს­ვლა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა. და­უ­ვი­წყა­რია მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი 10 წელი, რა პე­რი­ოდ­შიც საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წიე… მე­ო­რე მა­მა­სა­ვით მყავ­და! საკ­ვე­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით. მისი ნა­ჩუ­ქა­რი 3500 ევ­რო­ი­ა­ნი მარ­კო ლუ­ჩის პალ­ტო დღე­საც მაქვს…

-ალ­ბათ თქვენს შვილს ილია მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვით…

– ჩემს შვილ უწ­მი­დეს­მა სა­ხე­ლი თა­ვად და­არ­ქვა… ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და, და­ვუ­რე­კე, რომ კარ­გი სი­ახ­ლე მე­უ­წყე­ბი­ნა და იმის გამო, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო მი­უნ­ხენ­ში, თან­მხლებ­მა პირ­მა მი­თხრა, რომ იმ წუთ­ში სა­უ­ბარს ვერ შეძ­ლებ­და და აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­რე­კავ­და. ერთი კვი­რის შემ­დეგ რე­კავს უწ­მინ­დე­სი, რო­დე­საც მის ზარს უკვე აღარც კი ვე­ლო­დი და მე­კი­თხე­ბა ყვე­ლა­ფერს: ბავ­შვის სიგ­რძეს, სი­გა­ნეს, წო­ნას, დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბას და შემ­დეგ მკი­თხა, ბავ­შვს რას ვარ­ქმევ­დი. მე ვუ­თხა­რი, რომ ორი სა­ხე­ლი მქონ­და შერ­ჩე­უ­ლი – ნოე და ილია და რო­მელ­ზეც მა­კურ­თხებ­და, იმას და­ვარ­ქმევ­დი. მან თქვა, ღმერ­თმა და­ლო­ცოს პა­ტა­რა ილი­აო.

-ისევ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, რო­გორ და­ი­წყო სამ­შობ­ლო­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი?

– კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რში, ოპე­რა “და­ის­ში” არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­ბი­უ­ტი მქონ­და, სა­დაც მალ­ხა­ზის მთა­ვა­რი პარ­ტია შე­ვას­რუ­ლე. შემ­დეგ სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე ოდე­სის ოპე­რის თე­ატ­რში, სა­დაც ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე…

– რო­გორ აე­წყო სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა?

– გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რია! თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ ის, რომ გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წიე! მქონ­და არა­ერ­თი სპექ­ტაკ­ლი ბორ­დოს სა­ო­პე­რო თე­ატ­რში, სა­დაც საკ­მა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბით გა­მოვ­დი­ვარ დღემ­დე. 2015-2016 წლებ­ში, ანუ ორი წელი ზე­დი­ზედ რო­ბერტ მა­სა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ო­პე­რო კონ­კურ­სის ლა­უ­რი­ა­ტი გავ­ხდი.

 

წყარო: AMBEBI.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge