23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია. 4 მედიკამენტის გარდა, რომელიც შუალედური დასკვნის შედეგად გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალის ორგანიზმში, კიდევ ერთი მედიკამენტის კვალი აღმოაჩინეს.
როგორც ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ამ მედიკამენტს შეუძლია ადამიანი გათიშოს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ ბოთლში, კიდევ 2 მედიკამენტია აღმოჩენილი. ამის შესახებ “ფორმულანიუსის” ეთერში განაცხადა.
„გავეცანი შუალედური და ქიმიური ექსპეტიზის დასკვნებს. იქ არის მედიკამენტებზე და ბოთლებზე საუბარი, ორი ბოთლია აღმოჩენილი. ყველაზე საინტერესო რამ არის, რომ ნაბეღლავის ბოთლში, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა, აღმოჩენილია მედიკამენტი, რომელიც ძალიან იშვიათია და აქ არ მოიძებნება. როგორც ჩანს მოხდა ბოთლებში ამ მედიკამენტის გახსნა.
თამუნას ორგანიზმში აღმოაჩნდა კლოფელინი. კლოფელინს ტოქსიკოლოგები ჟარგონზე ეძახიან „კონტროლს”, რომელიც ადამიანს თიშავს. ავტომობილშიც არ არის აღმოჩენილი მედიკამენტის შუშა ან რამე ამდაგვარი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი”, – განაცხადა რამიშვილმა.