ახალი წლის ღამეს კიდევ ერთი ხანძარი იყო მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ აივანს ცეცხლი წაეკიდა.
ხანძრის ამსახველი კადრები “მეტრონომს” წყარომ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენებას უკავშრდება. “აალება უცებ მოხდა და ნახევარი ბინა განადგურდა” – აცხადებს წყარო ჩვენთან საუბარში.
