მარიამ ცქიფურიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებაში და რომ 34 წლის მანძილზე უამრავი სექსუალური პარტნიორი ჰყოლია, მათ შორის, უღირსები…
მარიამმა ხმაურიანი პოსტის შემდეგ მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემი პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა საიტმა (რისი ნებაც თავად დავრთე),
რადგან ადამიანებისთვის ვწერ და იმ მენტალიტეტის წინააღმდეგ, რაც ჩვენთან არის გამეფებული. და თუ რაღაცას წერ, არც იმის უნდა შეგეშინდეს რომ ამის გაზიარების სურვილი სხვებში გაჩნდება და აზრებიც არაერთგვაროვანი იქნება.
“ვინც გაიღებს თავის სიცოცხლეს და სამშვინველს სხვებისთვის ის მოიპოვებს მას” :))
და მეც
“ხელმეწიფება თავად დავთმო ჩემი სიცოცხლე და ხელმეწიფება მისი ახლიდან მოპოვება”.
გულში კი გავიფიქრე, ახლა ალბათ მომდგება ნახევარი საქართველო ლანძღვა გინებითთქო და არ შეგეშინდეს მარიამ, მედგრად იდექი არ გაბრაზდე და მზე ნუ ჩავა სიბრაზისგან შენს გულშითქო, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
ძირითადად ვინც მწერს, მხოლოდ კეთილგანწყობას და თავის პირად ისტორიებს, ამბებს მიზიარებენ, რისთვისაც მადლიერი ვარ მათი, მათი ნდობის, მათი გულწრფელობის მადლიერი ვარ.
მაგრამ ყველაზე მოულოდნელი ჩემთვის ის არის რომ მღვდლები მწერენ ჩატში. :)))
შეხვედრას მთხოვენ დახმარების მიზნით” – წერს მსახიობი.