4 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 8-იდან 13 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 3-იდან 8 გრადუსამდე დათბება. დედაქალაქში თოვლი არ არის მოსალოდნელი, ხოლო ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაფიქსირდება.
მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნალექის შეწყვეტასთან ერთად, სავარაუდოდ, ყინვა გაძლიერდება.
