ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ აინტერესებს, ხელისუფლების გულშემატკივრებმა თუ იციან, მიშას კვებას, მკურნალობას, ექიმთა ვიზიტებს, კვლევებს, მედიკამენტებს, სპეციალურ საკვებსა და ყველაფერს თავად, რომ აფინანსებენ.
“ისე, ხელისუფლების გულშემატკივრებმა თუ იციან, რომ მიშას კვებას, მკურნალობას, ექიმთა ვიზიტებს, კვლევებს, მედიკამენტებს, სპეციალურ საკვებს და ა.შ. ყველაფერს თავად აფინანსებენ?
მე გულზე გავსკდებოდი, ვინც ჩემი მტრის მკურნალობა რომ ჩემი ფულით დაეფინანსებინათ.
მოითხოვეთ მაგ კაცის მოშორება, დაე, სხვა ქვეყანამ ხარჯოს ფული, რაღა თქვენ.
პ.ს. სულელების საყურადღებოდ, სტატუსი ირონიულია.
დღესვე მოითხოვეთ მიშას გადაყვანა სხვა ქვეყანაში, გაუფრთხილდით თქვენს ფულს, ნერვებს, დროს”, – განაცხადა გამზარდიამ.
