ქეთი აბულაძე პრაიმ ჰაუსის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეზე კოსტა სანიკიძეზე და მის ოჯახზე ერთ უცნობ ისტორიას წერს, რომელიც დღემდე არსად არასოდეს მოუყოლია კოსტას. ქეთი აბულაძის თქმით ამ ისტორიის გასაჯაროვება არცერთს არ სურდა და კოსტას დედასთან ბევრი ხვეწნის შემდეგ და თანხმობის მიღების შემდეგ გადაწყვიტა ეს ისტორია გაესაჯაროვებინა. მისი თქმით კოსტას დამის დედას უკვე 13 წელია დაუნის სინდრომიანი ბავშვები ჰყავთ ნაშვილები და მათზე ისე ზრუნავენ, როგორც საკუთარ შვილებზე და და-ძმაზე.
“მინდა ორი სიტყვით მოგიყვეთ კოსტაზე და მის ოჯახზე. რადგან აქამდე კოსტა მოვიდა მისი ადამიანობით და მისი ღირსებით, გულწრფელმა სიყვარულმა შემოგვკრიბა კოსტას ირგვლივ და შევიყვარეთ მისი დადებითიც და უარყოფითი მხარეებით, რადგან ვიაზრებთ, რომ ყველა ადამიანები ვართ და შეცდომებს ჩვენც ვუშვებთ.ამიტომ დღეს ყველა ვართ ერთი იდეიის ირგვლივ გაერთიანებულები, რომ კოსტამ და ღირსებამ გაიმარჯვოს
მინდა მოგიყვეთ კოსტაზე ერთი დადებითი და ყველაზე ადამიანური, რომელზეც თავად არ საუბრობს და არ აპელირებს ამით, მაგრამ ახლა ყველას გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ბიჭი უფრო ახლოდან და კარგად გავიცნოთ…
კოსტა გაიზარდა დედასთან ერთად მარტო, მხოლოდ დედა ზრდიდა… წლების წინ კოსტამ და დედამისმა გადაწყვიტეს აეყვანათ მიტოვებული ბავშვი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის და გადაწყვიტეს მასზე, როგორც საკუთარ შვილზე და ძმაზე, ისე ეზრუნათ.
3 წლისამ კოსტას დედას პირველად დაუძახა “დედა” და ამის მერე კოსტამ და მისმა დედამ ვერ შეძლეს ბავშვი მათი სახლიდან წასულიყო და მის გარეშე გაეგრძელებინათ ცხოვრება. გადაწყვიტეს, ეშვილებინათ და ყველა საბუთი მოაგვარეს იმისთვის, რომ დღეს კოსტას ძმა მათი ოჯახის სრულფასოვანი წევრი ყოფილიყო… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდათ, 13 წელია 4 დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვი ჰყავთ სახლში, რომლებსაც საკუთარ შვილებში არ ანსხვავებს, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს, მაგრამ მათ მეორე ოჯახი იპოვეს და დღეს კოსტა და დედამისი მათთვის არაფერს იშურებენ და ზრდიან.
ცხოვრებისეული სირთულით იქამდეც მივიდა, რომ 23 წლის ასაკში პრობლემებისგან გასაქცევად დაიწყო სმა, დღეს კი ჩვენ ყველამ ერთად, კეთილმა ადამიანებმა მივეცით კოსტას ცხოვრების აწყობის და უკეთესი მომავლის მოტივაცია და მინდა გადახედოთ პროექტის დაწყებიდან დღემდე კოსტას ცვლილებას და მიხვდებით, რომ კოსტამ შეძლო და ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლაში თითქმის გამარჯვებასაც მიაღწია… ეს ყველაფერი ხდება 25 წლის ბიჭის ირგვლივ… ამდენი პრობლემის, ამდენი დარდის მიუხედავად, დღეს ის მაინც ყველაზე ღირსეული ადამიანია!
რომ იცოდეთ, რამდენი ხვეწნა, რამდენი მუდარა დაგვჭირდა დედამისისთვის, რომ ეს ამბავი მოეყოლათ ტელევიზიაში, მოგეხსენებათ, დღეს იმარჯვებს ის, ვინც პიარ კამპანიას აწარმოებს, მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მივიღეთ. მე რაც ჩემი თვალით ვნახე, ბავშვების და დედის ურთიერთობები, ამის მოყოლა და სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. შვილებივით მყავს ბავშვები და ესენი გამოვიყენო იმისთვის, რომ პლიუსი დაგვეწეროსო?! არც კოსტა საუბრობს ამ საკითხზე. ჩვენ კი ვიცით, რომ კოსტა არის საუკეთესო ადამიანი, მიუხედავად მისი ცხოვრებისა, მიუხედავად გაჭირვებისა, სიღარიბისა, ღირსება არ გაუყიდია მისი ცნობადობისთვის და დღეს თუ კოსტას ვინმე იცნობს, არის მისი ადამიანობა და საოცარი ნიჭი… რომ იცოდეთ, ამ
ბიჭის უკან რამხელა სამყაროა, 1%-ის აფიშირება მაინც რომ დაიწყოს, მისი რეიტინგი იქნება უკონკურენტო და უკონკურენტოდ გაიმარჯვებს, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან სიკეთე მაშინ არის სიკეთე, როცა ამას აკეთებ გულით და არა – სხვის დასანახად.
ამ ყველაფრის ფონზე, იმის 1% არ ჩანს კოსტა, რაც სინამდვილეშია, ამას გიყვებით იმიტომ, რომ ჩვენ, კოსტას გულშემატკივრებს, მის ოჯახის წევრებს უკვე, გვაქვს უფლება, უკეთ ვიცნობდეთ ჩვენს ბიჭს. წარმოუდგინეთ, კოსტას ამხელა არმია ვყავართ მისი ადამიანობიდან გამომდინარე, არ გვქონია არანაირი ფულადი რესურსი, არანაირი პიარ კამპანია, არანაირი სახსრები იმისთვის, რომ ამხელა შედეგები დაგვედო და ეს გაკეთდა მხოლოდ ნამდვილი და გულწრფელი ადამიანების სიყვარულით. არც ერთი ხმა არ არის მანიპულაციით, პრივოკაციით მოპოვებული.. გულწრფელი რეალური და ადამიანური ხმებია… სიყვარულით გაგზავნილი კოსტასთან და ახლა როცა ფინალამდე მოვედით, არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ და არ გვაქვს უფლება, შედეგი იმაზე უფრო დიდი არ დავდოთ, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს წარმოგვიდგენია! ”

