Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვერაფერი ჩამინაცვლებს იმ სამზარეულოს სუნს, რომელიც ტრიალებდა სახლში, სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო – დომენიკ მანგოს ემოციური პოსტი

December 28, 2022
ვერაფერი ჩამინაცვლებს იმ სამზარეულოს სუნს, რომელიც ტრიალებდა სახლში, სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო – დომენიკ მანგოს ემოციური პოსტი

აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სახლი სულ დალაგებული მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამრევიც არავინაა, მაინც სულ ცოცხი და იატაკის ტილო მიჭირავს ხელში. მისაღებ ოთახში, სადაც დიდი მაგიდაა, მასზე სულ გაშლილია ლამაზი განთავსება. ხან ცოცხალი ყვავილები დევს, ხან სამოვარი, ხან ხილის ლამაზი ნატურმორტია აწყობილი. ვცდილობ ეს მაგიდა სულ ლამაზი იყოს, არ ვიცი რატომ… ლაგოდეხიდან ჩიჩილაკი გამომატანეს ჩემმა საყვარელმა ბაჯაჯღანებმა, ლამაზად მოვრთე ტკბილეულით და ნათურებით და ახლა ამ დიდ მაგიდას ეს ჩიჩილაკი ამშვენებს. სულ ვცდილობ ჩემი გულის დარდები ან სილამაზეში ან სისუფთავეში დავაკომპენსირო, თუმცა ვერაფერი ჩამინაცვლებს იმ სამზარეულოს სუნს, რომელიც ტრიალებდა სახლში, სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო. ამ ფერად სილამაზეში, სადაც სტუმრები ყველა დეტალს აშტერდებიან და დიდი ხანი სჭირდებათ, რომ აღიქვან, ყველაფერი მაინც ისეთი ნაცრისფერი და უსულოა, ამას მხოლოდ ის ადამიანები თუ წარმოიდგენენ, ვისაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა აქვს გამოვლილი. დღეს იატაკები მოვაპრიალე, გვერდიდან შუქზე რომ გახედავ, ერთი ლაქაც კი არ ეტყობა – მაგრამ მაინც არ არის ისეთი სუფთა, როცა დედა მოუსვამდა ტილოს. კარადებიც სუფთაა, თუმცა არავინ აღებს მის კარს. რომ იცოდეთ, გაზი ისე წკრიალებს, თუმცა ზედ აღარ ეწვეთება გახურებული ტაფიდან ზეთიანი მჭადების ზეთის წვეთები. ვზივარ ჩემთვის კრესლოში და ვუყურებ ამ ცარიელ სილამაზეს. ჩემს მაგიდაზე ისევ შეიცვლება ნატურმორტის მოწყობა, ლამაზფერი ხილით, ყვავილებით, თასებითა და ხის ნივთებით, თუმცა აღარასდროს არ იქნება ეს მაგიდა ისე ლამაზი, როგორც სალათი, მჭადი და ყველი ამშვენებდა დედაჩემის მოწოდებული” – წერს დომენიკ მანგო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge