მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, ვინც „ქართული ოცნების“ შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ეთანხმება.
“ძვირფასო ოპოზიცია , შეგახსენებთ, რომ ყველა მინუს 1-ში ხიხო იგულისხმება და არა მიშა.
მგონი ხიხოზე მეტად თქვენ გისკდებათ გული, ერთად აღებულიც კი ძალიან პატარები, რომ ხართ მიშასთან შედარებით და ის სრულიად მარტო, დევნილობაში მყოფი, და ცალკე მდგომიც კი ძალიან დიდი რომ არის თქვენთან შედარებით, ალბათ ისიც განაპირობებს თქვენ შიშებს, რაც ხალხმა ჩაგინერგათ, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ვერ დააჩოქეს, ვერ გადაიბირეს, ვერ მოისყიდეს, ვერ გადაარწმუნეს იმაში, რომ მიშა მაგარია.
სრულიად ოპოსპექტრის ლიდერებს, ვისაც მიშას გამო მოსვენება გაქვთ დაკარგული, ერთად აღებულმა 10 სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ, იმის მეასედს ვერ შეძლებთ, რაც მიშას უკეთებია, რასაც აკეთებს 50 მილიონიან უკრაინაში და რასაც მომავალში გააკეთებს საქართველოსთვის…
სიტყვა როგორ არ თქვა უახლეს ისტორიაში, მაგრამ საბოლოო და გადამწყვეტი ჯერ არ უთქვამს არც მსოფლიო უახლეს ისტორიაში და მით უფრო საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის ფურცლებიც საბედნიეროდ ჟვანიას ბიულეტენი არ არის, რომ ომი საქართველომ დაიწყოს მსგავსად (რომელიც არ გამოგივიდათ ), მისი გაყალბება შეიძლებოდეს…“, – წერს მეგი გოცირიძე.