Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალშობილებზე დახმარების თანხა იზრდება – დეტალები

December 27, 2022
ახალშობილებზე დახმარების თანხა იზრდება – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობა ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარს გასცემს.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება და ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას.

“ჩვენ შეძლებისდაგვარად გავზარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება. 2012 წელს ეს დახმარება იყო ნული, არავითარი დახმარება არ მიეცემოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ეს დახმარება დავიწყეთ ჯერ 50 ლარით, შემდეგ გახდა 100 ლარი, გასულ წელს 150 ლარი იყო, 2023 წელს 200 ლარი იქნება. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს და ეს პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება. ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ყოველთვიურ, 200 ლარიან დახმარებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2023 წლიდან დაგეგმილია ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცეთ ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით. აქვე, საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახია. ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სოციალურად დაუცველ ოჯახებში იბადებიან, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება მივმართოთ ამ მიმართულებით.

ასევე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დეკრეტული შვებულების თანხა 1000 ლარის ნაცვლად გახდა 2000 ლარი. მე ამაზე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ჩართულობა. ეს არის მნიშვნელოვანი, ეროვნული საკითხი. ამიტომ დემოგრაფიულ საკითხებს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და საზოგადოების გაერთიანება”, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა განაპირობებს ქობულეთის მონაკვეთზე ავარიების სიხშირეს? – გელა კვაშილავა
  • ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow საბა ჯიქიას მიმართავს
  • “ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია” – გიორგი სიორიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge