Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახლახანს თერჯოლაში პედაგოგი გარდაიცვალა

December 26, 2022
თბილისში 17 წლის ბიჭი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ახლახანს თერჯოლაში პედაგოგი დაიღუპა. გარდაცვლილი მათემატიკის დამსახურებულ პედაგოგი მეთოდე ხუჯაძეა.

“გ ა მ ო ს ა თ ხ ო ვ ა რ ი
სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებით ემშვიდობება ბატონ მეთოდე ხუჯაძეს.
არაერთი სამადლობელი სიტყვა თქმულა მათემატიკის დამსახურებულ პედაგოგ მეთოდე ხუჯაძეზე.
ბატონი მეთოდე სხვადსხვა დროს ხელმძღვანელ თანამდებობებზეც მუშაობდა და გამოირჩეოდა საქმისადმი გულისხმიერი მიდგომით, ერუდიციით, განა მარტო მათემატიკის ცოდნა, მრავალმხრივი განათლება და განსაკუთრებით კი პოეზიის, ლიტერატურის სიყვარული ამშვენებდა მას.
მიუხედავად წლების სიმძიმისა და ცხოვრების დაუნდობლობისა, მეთოდე მასწავლებელი გამოირჩეოდა თავისი პრინციპულობით, ინტელექტით და გონიერებით. იგი ჩვენი სოფლის ნამდვილი „მემატიანე“ და სოფლის მკვიდრთათვის, საუკეთესო მრჩეველი იყო.
მეთოდე მასწავლებელი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის პერიოდში ბევრჯერ არის დაჯილდოებული. განსაკუთრებული სიამაყით ახსენდება 2012 წელს, როდესაც გადაეცა ღირსების ორდენი. დაჯილდოებულია სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით, მრავალი წლის მანძილზე მონაწილეობდა უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების კომისიაში, რაზედაც მიღებული აქვს მადლობა პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორატიდან „უპრეტენზიო შეფასებისათვის“, 1971 წელს დაჯილდოებულია , საქართველოს მთავრობის მიერ მადლობის სიგელით, საზოგადოებრივი დავალების პირნათლად შესრულებისათვის. მინიჭებული ჰქონდა პედაგოგის უმაღლესი კატეგორია. მან სიცოცხლის 65 წელი შეალია საყვარელ საქმეს,პედაგოგობას და ყოველთვის გამოირჩეოდა მინდობილი საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობით.
შეუფასებელია მეთოდე ხუჯაძის ღვაწლი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. დიდხანს ემახსოვრებათ გულისხმიერი პედაგოგის სახელი სიმონეთელებს….
საგანმანათლებლო რესურსცენტრი გამოთქვამს მწუხარებას ბატონი მეთოდეს გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახისა და სკოლის მწუხარებას!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • გოგა მანიას გაფრთხილება
  • დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 12000 ლარამდეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge