ვერძი
ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს, თქვენ შეძლებთ რთულ სიტუაციასთან გამკლავებას და გათავისუფლებას ყოველგვარი ნეგატივისგან, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში.
კურო
სასურველია, დროებით შეაჩეროთ დაწყებული საქმე და სხვა რამეზე გადაიტანეთ ყურადღება, გულმოდგინედ გაერკვიეთ სიტუაციაში და იმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე.
ტყუპები
შესაძლებლობა გექნებათ, აკონტროლოთ მოვლენები და აირჩიოთ სხვა მიმართულება, ან ხერხი გამარჯვებისთვის. შეუპოვრობა და ძალისხმევა დაგეხმარებათ მიიღოთ ის სარგებელი, რასაც დიდი ხანი ელოდით.
კირჩხიბი
აქტიური საქმიანი კვირა იწყება, თუმცა, სასურველია, მშვიდად შეუდგეთ პროექტების განხორციელებას. აუჩქარებლად დაგეგმეთ უახლოესი დღეების განრიგი.
ლომი
ნუ მიუბრუნდებით წარსულს, დაემშვიდობეთ უსიამოვნებებს და დაიწყეთ რაიმე ახალი, მიჰყევით ახალ იდეებს და გაბედულად შეხვდით ცვლილებებს. ამგვარი მოქმედებით, შეძლებთ მოჯადოებული წრის გარღვევას.
ქალწული
თქვენ შეძლებ ღირსეულად შეასრულოთ ის საქმე, რომელზედაც იტვირთეთ პასუხისმგებლობა და პატივისცემასაც დაიმსახურებთ გარშემომყოფებისგან. თქვენი შრომისმოყვარეობა და აქტიურობა სათანადოდ იქნება დაფასებული.
სასწორი
იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ მაქსიმალური წინდახედულობა და სიფრთხილე საეჭვო შემოთავაზებების მიმართ. ნუ იჩქარებთ, რათა არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი დეტალები და შეცდომებს თავი აარიდოთ.
მორიელი
უარი თქვით ფარულ მოქმედებასა და ინტრიგებზე, გონივრულობით და პატიოსანი სვლით, თქვენ მოახერხებთ დაბრკოლებების გადალახვას, საუკეთესო შედეგების მიღებას და აიმაღლებთ ავტორიტეტს.
მშვილდოსანი
ეცადეთ, საქმიან პარტნიორებთან მშვიდობიანი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ მოსალოდნელი სირთულეების გათვალისწინებით და აუჩქარებლად მიიღეთ გადაწყვეტილება.
თხის რქა
დაწყებული საქმე დავისა და კამათის მიზეზი შეიძლება გახდეს. იყავით შეუპოვარი, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან და თუ არ აჰყვებით პროვოკაციებს, დარწმუნებული იყავით გამარჯვებაში.
მერწყული
შესაძლოა, შეიცვალოთ სამუშაო, ან დაიწყოთ ახალი საქმე, სასურველია, აუჩქარებლად გაიაზროთ და ჩამოაყალიბოთ სამომავლო მოქმედების გეგმა, შემდეგ კი წინდახედულად მიჰყევით არჩეულ გზას.
თევზები
აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ყველას დაანახვეთ საქმიან სფეროში თქვენი შესაძლებლობები და საუკეთესო თვისებები, რათა არ გაუშვათ ხელიდან სასიკეთო პერსპექტივები.