მე მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლ-შვილიანი მღვდელი და მინდოდა, სულ პატარა სოფელში, საქართველოში ვყოფილიყავი მოძღვარი, – განაცხადა ერთ-ერთ ჩანაწერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.
მისი სურვილი ახდა, მოძღვარი გახდა, თუმცა ღვთის განგებულებით ამ სოფლად ერთ-ერთი უძველესი სამწყსო ერგო – საქართველო.
„იყო ისეთი დღეები, თვეები და წლები, როდესაც ძალიან უჭირდა ეკლესიას, ვეღარ ვპოულობდი გზას და აი, იმ დროს დაიწერა ეს, ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, – იხსენებდა პატრიარქი.
„იმედის კვირამ“ უწმინდესის აღსაყდრების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეცრეპორტაჟი მოამზადა. როგორი იყო პატრიარქის მზიანი ღამე, ნახეთ დეტალები სპეცრეპორტაჟში.