Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნახეთ რომელი ნივთები უნდა გადაყაროთ სახლიდან ახალ წლამდე, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ

December 25, 2022
ნახეთ რომელი ნივთები უნდა გადაყაროთ სახლიდან ახალ წლამდე, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ

ახალი წელი ყოველთვის წარსულთან დამშვიდობებისა და განახლებული ენერგიის სიმბოლოა. ამიტომაც, ადამიანები ჯადოსნურ ღამეს განსაკუთრებით ელიან. მას შემდეგ, რაც ნეგატიური ემოციებისა და ენერგიისგან გათავისუფლდებით, ახალი იდეების რეალიზებასა და წარმატების მიღწევას შეძლებთ. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი გზა ახალ წლამდე კონკრეტული ნივთების გადაყრაა. დღეს მოგიყვებით, რისგან უნდა გაათავისუფლოთ სახლი, თუ გსურთ იღბალი მოიზიდოთ.

ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც დიდი ხანია არ იცვამთ

გარდერობში, ალბათ, ბევრ ადამიანს აქვს ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც არ იცვამენ და დიდი ხანია, უფუნქციოდაა. სპეციალისტების თქმით, ასეთ ნივთებს უარყოფითი ენერგიის დაგროვება შეუძლიათ. ამიტომაც, ჯობს ახალ წლამდე სახლიდან გაიტანოთ, გააჩუქოთ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეთ ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც აღარ იცვამთ და არც გამოყენებას აპირებთ. ასე კეთილ საქმესაც გააკეთებთ და ატმოსფეროსაც გაათავისუფლებთ.

გასული წლის კალენდარი

ბევრ ადამიანს ძველი კალენდრების დროულად გადაყრა ავიწყდება. თუმცა, სწორედ ამ ნივთმა შეიძლება ცხოვრების ახალ ეტაპებსა და მიღწევებში ხელი მნიშვნელოვნად შეგიშალოთ. გარდა ამისა, თუ წინა წლის კალენდარი ისეთ ადგილზე გიკიდიათ, რომ სულ ხედავთ, იგი წარსულის უსიამოვნო მოვლენებსა და სიტუაციებს გაგახსენებთ და ნეგატიურ განწყობას შეგიქმნით. ამიტომაც, ჯობს ახალ წლამდე წინა წლის კალენდარი გადააგდოთ.

ცალ-ცალი წინდები

კიდევ ერთი ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გადააგდოთ, წყვილის გარეშე დარჩენილი წინდაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ წინდას ნეგატიური ენერგიის დაგროვება შეუძლია და სახლის კეთილდღეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომაც, თუ გაქვთ ცალ-ცალი წინდები, 2023 წლის დადგომამდე აუცილებლად გადაყარეთ და სხვასთან, თუნდაც მსგავსი ფორმისა და ფერის წინდასთან ნუ დააწყვილებთ.

ძველი ქვითრები და ფინანსური დოკუმენტები

ასეთი ნივთები ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასა და სტაბილურობაზე ცუდად მოქმედებს. ამბობენ, რომ სახლში ძველი ქვითრებისა და ფინანსური დოკუმენტების შენახვით (თუ მათ რაიმე დანიშნულება არ აქვთ და არ გამოგადგებათ უახლოეს მომავალში), ფინანსური წარმატება ფერხდება და ადამიანები ვეღარ ახერხებენ, მნიშვნელოვანი სარგებელი ნახონ.

წინასაახალწლოდ აუცილებელია გათავისუფლდეთ არა მხოლოდ კონკრეტული ნივთებისგან, არამედ ტოქსიკური ადამიანებისგანაც. შეეცადეთ, გულწრფელად აღიაროთ საკუთარ თავთან, რომელ ნაცნობებთან გიჭირთ კომუნიკაცია და ვისგან გსურთ დისტანცირება. ნუ მიაყენებთ საკუთარ თავსა და ფსიქიკას ზიანს იმ ხალხთან კომუნიკაციით, რომლებიც თქვენზე აურყოფით გავლენას ახდენენ, გიკარგავენ მოტივაციასა და შემართებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეუძლებელია, ისეთი სოციალური წრის შექმნა, სადაც მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომლებთან ურთიერთობაც გვსიამოვნებს, გვიწევს ისეთ ხალხთან ყოფნაც, რომლებსაც ვერ ვუგებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დავიყვანოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • “არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ” – ზურა ჯაფარიძის წერილი, რომელიც მან 8 ივლისს, დედის გარდაცვალებამდე დაწერა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge