ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს მესამე დღეა ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს და ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება.
შსს-ს ინფორმაციით, “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.