გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშივილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სიკვდილამდე სერიალ „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“ უყურებდა. თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში გარდაცვლილი ბიჭი ჰყვება, თუ როგორ ხედავდა საიქიოდან ამ სამყაროს. გარდაცვლილის დედის განმარტებით, ამ სერიალის მისი შვილი თავდაცვის მიზნის უყურებდა.
„იმ პერიოდებში თამარი უყურებდა „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“. მეც მაქვს, რაღაც ეპიზოდები ნანახი და მახსოვს, ერთ ეპიზოდში ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მკვდარია ჰყვება იმას, თუ როგორ ხედავდა ამ სამყაროს. კიდევ კარგად უნდა ვნახო ეს ფილმი. ალბათ ამის ნახვით თავს იცავდა თამარი“ – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.