„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დღეს, 23 დეკემბერს, „ჯივიპი“ სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს პირველ შესახვევთან წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, მაგისტრალურ მილზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები 23 დეკემბერს 22:00 საათზე დაიწყება და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 23 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 24 დეკემბრის, დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ქოშიგორას დასახლებას, დიდი დიღმის I,II,III,IV მიკრორაიონებს, ბენდუქიძის დასახლებას, ფარნავაზის, გიორგი ბრწყინვალეს, თავდადებულის, პეტრიწის, კვირაცხოვლის, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ბუდაპეშტის, კანდელაკის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის ქუჩას, ვაზისუბნის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, გელოვანის, იმედაშვილის, გამრეკელის, ვაჟა-ფშაველას და პეკინის გამზირების ნაწილს, შარტავასა და გაგარინის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს.
ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.