2018 წლის ივლისში მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ახალი წევრი შეემატა. ექსპრეზიდენტის უფროსი ვაჟი ედუარდი ებრაული წარმოშობის გოგონაზე დაქორწინდა. მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ ადინა სპერტუს მეჰუსი ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლებოდა ქართულს.
ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ უფროსი ვაჟი ედუარდი საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრა, თუმცა მისი მეუღლე კამერების წინ არ გამოჩენილა. ადინას პროფილი არც სოციალურ ქსელში იძებნება.
სააკაშვილის რძალი საზოგადოების ყურადღებას თავს არიდებს. ადინა რამდენჯერმე გამოჩნდა სააკაშვილების ოჯახურ ფოტოზე, ერთხელ საახალწლო ნაძვის ხესთან..