ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვყენებს და წერს:
„ზოგადად, გრუზინული მენტალიტეტია – “რას იტყვის ხალხი” და იმ ხალხს, სინამდვილეში სულ ცალ ფეხზე რომ ჰკიდიხარ, როცა გჭირდება და იმ ხალხის გამო ბევრჯერ საკუთარი თავი რომ დაგიზიანებია, აი ეს სჭირს დღევანდელ ოპოზიციასაც ნარატივით” ქოცებს ხომ არ დავემსგავსებით”, რაც იგივეა – “აბა, ომი გინდათ” – ხალხის დაკომპლექსება… არ ვიცი, რამდენად სწორად გაიგეთ, რაც დავწერე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ქოცები 9 წელი გვებრძოდნენ აკრძალული მეთოდებით, 10 წელია ისევ ისე გვებრძვიან, როგორც იმ 9 წელში, ჰქონდათ დაკვეთილი იდეა, და იმ იდეისთვის გვებრძოდნენ, ის იდეა აქვთ დღესაც ბოლომდე გასატანი და ებრძვიან ყველაფერს, რასაც ცივილიზაცია ჰქვია და არიან ზომბები, ორკები არიან, თან იდეის ბოლომდე მისაყვანად არაფერი სჭირდებათ, გარდა ხელფასიანი ორკებისა 41 შემოსახაზად და 5-6 სრულიად ჭკუას აცდენილი მოლაპარაკე თავისა და იმის თქმა მინდა, ხომ ვხედავთ, რომ არაფერი გამოგვივა ომში თუ მათივე მეთოდებით არ შევებრძოლებით, თუ თავდაცვის რეჟიმში არ გადავიყვანეთ მილიონმა ადამიანმა, სადაც აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდებიან, როგორც კი ფეხს დაუბაკუნებ, ეგრევე უკან იხევს და გარბის ქოცი!!! იგივე მეთოდით ბრძოლას, ხალხი სწორად ვერ გაგვიგებსო, რამდენჯერ მსმენია და ვინ ხალხი?! ქოცი?! და ფეხებზე რატომ არ გვკიდია, ჩვენი შვილების მტერი, რას იტყვის და როგორ გაიგებს?! ოპოზიციონერი თუ არის ადამიანი და ამ დრომდე ვერ გაუგია როგორ უნდა ებრძოლო სამშობლის მტერს, ან უკრაინას შეხედოს ან მენტალური ქოცია და მისი აზრიც დაიკიდეთ, პერომ დაგვღუპა და მიაფურთხეთ!!!
#ყველგანჩავაშხამოთახალიწელი
#ვირსმხოლოდწიხლიესმის“, – წერს მეგი გოცირიძე.