Saturday, June 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კალანდა“ – როგორ აღნიშნავენ ახალი წლის დღესასწაულს გურიაში?

December 22, 2022
„კალანდა“ – როგორ აღნიშნავენ ახალი წლის დღესასწაულს გურიაში?

ახალი წელი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ძირითადად, ხალხი ახალი წლის შესახვედრად მზადებას დეკემბრის მიწურულს იწყებს.
საქართველოში საახალწლო ტრადიციები დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და მას შემდეგ ეტაპობრივად ვითარდება.

საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, ჯერ კიდევ
IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან კი აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. რაც შეეხება უშუალოდ იანვარში ახალი წლის აღნიშვნას, ეს ჯერ კიდევ X საუკუნეში დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდში დაიხვეწა უამრავი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალიც.

დასავლეთ საქართველოში ახალ წელს ჰქვია „კალანდა“, „კალანდობა“. ამ უკანასკნელით მოიხსენიებენ გურიაში ახალ წელს. სულხან-საბა ორბელიანის თქმით,
„კალანდა“ რომაული სიტყვაა და წლისთავს, ანუ ახალი წლის დასაწყისს ნიშნავს.

აპოლონ წულაძე თავის წიგნში „ეთნოგრაფიული გურია“ წერს: „გურულს ყველა დღესასწაული უყვარს, თუმცა კალანდას და აღდგომას არაფერი ურჩევნია“. კალანდისთვის მზადებას, გურული კაცი, თურმე 40 დღით ადრე იწყებს, ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს.

აღსანიშნავია, რომ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ღორის თავი, მსუქანი დედალ-მამალი, ღვეზელი, გოზინაყი. უწინ აუცილებელი იყო, რომ კერძები ცხემლის შეშაზე მომზადებულიყო, ახლა ხალხს არ აქვს ამის შესაძლებლობა შეშა მოიტანონ ტყიდან, თუმცა გურიაში არაერთი ოჯახი მაინც იცავს ამ ძველ ტრადიციას.
საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო: „ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა, სხვებისთვის დაესწრო და სასუქში
მყოფთათვის კეკალი დაეყარა, წყალიც დაესხა, თან ეთქვა: სუქ, სუქ, სუქ! ღორი პირველ დღეებში, პატივს იფერებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს კი როთინით ხვდება.“

მთელი რიგი სამზადისი იწყებოდა 13 იანვარს, ანუ „ცხემლის ჭრის“ საღამოს, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში გადაინაცვლებდნენ, ცხემლის საჭრელად. სწორედ იქ ტყეში ამზადებდა საახალწლო გასალოც შეშასაც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის რწმენით, თუ ახალ წელს კარგი ცეცხლი არ არის, მთელი წლის განმავლობაში ოჯახში ცეცხლი ცუდად დაინთება.

„მთავარი რიტუალი კი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს, ტკბილეულს დაალაგებდა და სახლს და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა ხოლმე, შეძახილით: „რა მოგაქვს, რა მოგაქვსო?“, შემდგომ სამჯერ დააკაკუნებდა, დიასახლისი კი უმალვე გამოსძახებდა: „სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო“ და გამზადებულ სუფრას შემოუსხდებოდნენ“ – გვიამბობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი 75 წლის ციური იმნაძე (ხელაძე) (ეს და შემდგომი ციტატები მოყვანილია გურიის საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია, 2015 წელი). აღსანიშნავია, რომ ამ რიტუალს სრულიად გურიაში ერთი სახელი აქვს ეს არის „დილის ცეცხლის გალოცვა“.

„კალანდა“ - როგორ აღნიშნავენ ახალი წლის დღესასწაულს გურიაში?

ცხემლისჭრა დღეს ვახშმად გააკეთებდნენ ფრინველის ხორცს , მათ შორის: ბატი, ქათამი, იხვი და სხვა. ასევე ოჯახის დიასახლისი აცხობდა ცხემლის ჭრის საგანგებო პურს (ხაჭაპურს). სუფრაზე დაილოცებოდნენ: „მრავალს ცხემლისჭრა დღეს დაგასწროს ღმერთმაო“.

სტატიის ავტორი – ლუკა კარკაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
  • „ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად“ – ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
  • „დიახ, ის დათანხმდა ამას, მოლაპარაკებებში ძალიან შორს წავედით…“ – ვისზე საუბრობს დონალდ ტრამპი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge