Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ უნდა მიიღოთ 200 ლარიანი დახმარება – სამინისტროს ინსტრუქცია მშობლებისთვის

August 14, 2020
როგორ უნდა მიიღოთ 200 ლარიანი დახმარება – სამინისტროს ინსტრუქცია მშობლებისთვის

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ.

სამინისტროს თანახმად, რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge., თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

უწყების ცნობითვე, ელექტრონულ პორტალზე, მისი ამოქმედების შემდეგ, უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების
გაგზავნა მოხდება.
“იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს”,-წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს;
 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველბებს;
 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
 „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს;

სამინისტროს ცნობით, ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია…“ – ვისზე საუბრობს იაგო ხვიჩია
  • დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანება გასცა
  • რა შედეგით დასრულდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას შეხვედრა – ელენე ხოშტარიას განმარტება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge