იტალიური გამოცემა „Il Mattino“ „ნაპოლისა“ და „ვილიარეალის“ ამხანაგურ თამაშს ეხმაურება.
გამოცემით მიხედვით, ლუჩანო სპალეტის ძალიან ახარებს ხვიჩა კვარაცხელიას კარგ ფორმაში შესვლა.
„ნაპოლის“ მწვრთნელს მხოლოდ იმის ფონზე შეუძლია გაიხაროს, რაც მისმა გარემარმა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ აჩვენა. „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ვილიარეალთან“ ამხანაგური მატჩი წააგო, მაგრამ ლუჩანო სპალეტისისა და „აძურის“ გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბავი მოხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი სანახაობრივი თამაში ჩაატარა.
ეს „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი დაბრუნებაა. გუნდის საკვანძო ფიგურა შეტევის ფაზაში ფლობს უნარს, დრიბლინგით აჯობოს მცველს და შემდეგ შექმნას განსხვავება ღირებული პასით ან კარში სახიფათო დარტყმით. კვარა წელის ტკივილის გამო იძულებული გახდა, გამოეტოვებინა ლიგის ბოლო სამი თამაში „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“ და ვარჯიში მხოლოდ შეკრებაზე განაახლა. ის დღითიდღე აუმჯობესებდა ფიზიკური მომზადების დონეს თურქეთის საწვრთნელ შეკრებაზე.
კვარაცხელია სეზონის პირველ სამ თვეში „ნაპოლის“ ყველაზე ეფექტური შემტევი იყო. ქართველმა თავდამსხმელმა ბევრი გოლიც გაიტანა და არაჩვეულებრივი შესრულებით დიდი რაოდენობით მომენტებსაც ქმნიდა“, – აღნიშნავს Il Mattino.