ოკუპირებულ სოხუმში სასტიკი მკვლელობა მოხდა. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, მამაკაცმა მეუღლე მოკლა.
“სოხუმში ქმარმა ცოლი მოკლა .კადრების ნახვას არ გირჩევთ,ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია.
ქალის სხეული დაგლეჯილია, ხელები ცალკე გდია, ფეხები საერთოდ ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.
უმთავრესო პრობლემა ისაა,რომ მხოლოდ მსგავსი სადისტური ფაქტები შუქდება,სხვა ძალადობის ან მკვლელობის ქეისები საჯაროდ არ გამოაქვთ რადგან არ უნდათ “კაცის იმიჯის” დამსხვრევა.
ქალების ცხოვრება მანდ ორმაგად მძიმეა,რადგან იქ ჯერ კირევ ბნელი 90-იანებია და ოჯახში რაც ხდება სხვისი საქმე არ არის”,- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, გელა ხასაია.
